NATO-საქართველო

კოფი: მთავრობა ამბობს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მაგრამ ენთუზიაზმი არ ჩანს

ეს კარგია თუ ცუდი, უკრაინა და საქართველო ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამ გაფართოების საკითხში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ 15 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. დიდი განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს იგივე დონის ენთუზიაზმი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ ყოფილა. მათ თქვეს, რომ მხარს უჭერენ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას და ამისთვის გარკვეული მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ენთუზიაზმს, მაგალითად, იმის შესახებ საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტიდან რის მიღება სურს, ამ სამიტის საშუალებით რის მიღწევას იმედოვნებენ, ამის შესახებ ჩვენ ნამდვილად არაფერი გვსმენია. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი მსმენია. შესაძლოა ქართულ მედიაში ამის შესახებ რაიმე ცნობები გავრცელდა, მარგამ არაფერი მსმენია იმის შესახებ, თუ რა მიზნები აქვს ამ სამიტთან დაკვშირებით საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ასე რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოოდ მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც.

თქვა ამერიკის ხმასთან საუბარში ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ NATO-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. სამიტი 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები