არაშენდა

არაშენდა: მანჰეტენის ათსართულიანი აეროპორტი

Untapped Cities

მეგაპროექტს, რომელიც მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ერთ-ერთმა მილიარდერმა წარადგინა შეეძლო ნიუ-იორკის იერსახე სამუდამოდ შეეცვალა. 

ევროპიდან ადრეულ ასაკში ამერიკაში ემიგრირებული უილიამ ზეკენდორფი მანჰეტენში აეროპორტის აშენებაზე ოცნებობდა. ზეკენდორფი იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამშენებლო მაგნატი იყო. ბიზნესმენს ეკუთვნოდა ცნობილი შენობები – კრაისლერის ცათამბჯენი(კრაისლერის შენობა მსოფლიოში ცნობილი ცათაბჯენი და ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა) და სასტუმრო ასტორი.

კრაისლერის ცათამბჯენი დღევანდელ ნიუ-იორკში

1946 წელს ზეკენდორფმა მანჰეტენის აეროპორტის პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით ახალი აეროპორტის საერთო მოცულობა 4 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი უნდა ყოფილიყო, რაც ოდნავ აღემატება ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მოცულობას. გეგმის მიხედვით ასაფრენი ბილიკი შენობის სახურავზე იქნებოდა განთავსებული, ხოლო ქვედა სართულებზე გაიხსნებოდა ოფისები, მაღაზიები, რესტორნები. კონსტრუქციას ასევე ექნებოდა საკუთარი პორტი, რათა გაფრენის მსურველებს აეროპორტში ყველანაირი, მათ შორის საზღვაო ტრანსპორტითაც შეძლებოდათ მისვლა.

ზეკენდორფის იდეის მთავარი პლუსი ახალი კომპლექსის ადგილმდებარეობა იყო. დღემდე ნიუ-იორკის ცენტრი დიდი მანძილით არის დაშორებული ქალაქის მთავარ ასაფრენ ბილიკებს. აეროპორტამდე მისვლა ცალკე მოგზაურობაა, რომელსაც ზოგჯერ რამდენიმე საათიც კი სჭირდება. 

მანჰეტენის ღია აეროპორტის ჩანახატი

სხვა მხრივ პროექტი წამგებიანი იყო. მთავარი სირთულე უზარმაზარი ტერიტორიიდან ადამიანების გადასახლება იყო. გარდა ამისა ზეკენდორფის გათვლით აეროპორტიდან საათში საშუალოდ 68 თვითმფრინავი აფრინდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მაცხოვრებლებს, ცხოვრების ბოლომდე 24 საათის განმავლობაში მინიმუმ წუთში ერთხელ თვითმფრინავის აფრენის ხმისთვის უნდა ესმინათ. 

პროექტი იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა, 3 მილიარდი დოლარი ჯდებოდა. ბიზნესმენი დანახარჯის ანაზღაურებას მხოლოდ 55 წლის შემდეგ შეძლებდა.

სახურავზე ასაფრენი ბილიკის იდეა 30-40-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო. მსგავსი პროექტი 1934 წელს ლონდონშიც განიხილებოდა.

ლონდონის აეროპორტის ჩანახატი, 1934 წელი

 

კომენტარები