ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.03 თეთრით გამყარდა. 28 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8385 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7349 ლარი. დოლარი ევროზე 10.4 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ხოლო ევროსი - 2.77 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.72 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები