მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა არიან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც ბატონმა ჟოზეფ ბორელმა ბრძანა, არა მარტო მთავრობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა და მოტივაცია. საქართველო არის მზად, მმართველი პარტია არის მზად, რომ 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს
საქართველო-ევროკავშირი
ღარიბაშვილი: მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას
tbl.ge/64g4
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე თემაზე
- ევროპარლამენტში განსახილველ რეზოლუციის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს
- კალაძე ელჩებზე: ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს
- მთავრობის ადმინისტრაციაში კობახიძე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და EU-ს ელჩებს ხვდება
- პაპუაშვილი: ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნაში ხელს არაფერი უშლის – საქართველო იჩაგრება