სწავლის დაფინანსება

კალაძე: მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტების დაფინანსებას იწყებს

თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. დაფინანსდებიან იმ ოჯახის წევრი სტუდენტები, ვისაც 4 ან მეტი შვილი ჰყავს. აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლებსაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ თბილისში რეგისტრაცია. ყველა ასეთ სტუდენტს დავეხმარებით და ექნებათ ხელშეწყობა. დაფინანსების გაცემა წელიწადში ორჯერ, სემესტრულად მოხდება. დაფინანსების რაოდენობა დამოკიდებული იქმება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულებზე. იქნება 100%-იანი დაფინანსებები, 70%-იანი დაფინანსებები, რაც მათ ხელს შეუწყობს. 

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები