საფრანგეთი-რუსეთი

მედვედევი საფრანგეთს: გახსოვდეთ, ეკონომიკური ომი ხშირად რეალურ ომში გადაიზრდება ხოლმე

TACC

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საფრანგეთს "ეკონომიკურ ომთან" დაკავშირებით აფრთხილებს. ის საფრანგეთის ფინანსთა მინსიტრის, ბრუნო ლე მერის სიტყვებს გამოეხმაურა.

"ვიღაც ფრანგმა მინისტრმა დღეს თქვა, რომ მათ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადეს. თქვენს საუბარს დაუკვირდით, ბატონებო! და არ დაგავიწყდეთ, რომ ეკონომიკური ომები, კაცობრიობის ისტორიაში, ხშირად ნამდვილში გადაიზარდა", – დაწერა მედვედევმა Twitter-ზე.

აქამდე, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა France Info-სთან თქვა, რომ აპირებენ "ტოტალურ ეკონომიკურ და ფინანსურ ომს რუსეთის წინააღმდეგ". 

კომენტარები