რუსული ოკუპაცია

პრემიერი სანქციებზე: რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, არ გავაკეთებ

ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი, რა საპასუხო ზომებს მიიღებს და როგორ გასცემს პასუხს დასავლეთი რუსეთის ამ გამოწვევას, ამ ტესტს. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ანალიტიკას, დაზვერვის ინფორმაციას და  ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, ვინ როგორ პასუხობს ამ სიტუაციას.

ერთი რამ მინდა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაციები და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერს, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, რა თქმა უნდა, მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს არის ძალიან ცხადი ნათქვამი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი ორის კითხვაზე, შეუერთდება თუ არა საქართველო დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ,

კომენტარები