უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

ბაიდენი: ღმერთმანი, ვინ მიანიჭა პუტინს უფლება, სხვის ტერიტორიაზე ე.წ ქვეყნები გამოაცხადოს?

გუშინ ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო და გაუგონარი რამ განაცხადა, რომ ეს რეგიონები აღარ არის უკრაინის ნაწილი და წარმოადგენენ სუვერენულ ტერიტორიებს. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დიდ ნაწილს აჭრის. გასულ ღამეს პუტინმა უბრძანა რუსულ ძალებს, რომ განლაგებულიყვნენ ამ რეგიონებში, დღეს მან განაცხადა, რომ ეს რეგიონები უფრო დიდია, ვიდრე მათზე კონტროლია დამყარებული, პრეტენზიას აცხადებენ უფრო ვრცელ ტერიტორიებზე, რომელიც ამ დროისთვის უკრაინის იურისდიქციაშია. 

ჩემი აზრით, ის ქმნის გამართლებას, რომ ძალის გამოყენებით უფრო მეტი ტერიტორია მიიღოს. თუკი გუშინდელ მის სიტყვას მოუსმინეთ, ის ქმნის გამართლებას, რომ კიდევ უფრო ღრმად შეტოპოს. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დასაწყისია, რასაც გვიჩვენებს მის მიერ დუმისთვის შესაბამისი ნებართვის მოთხოვნაც. 

თუკი რუსეთი უფრო ღრმად წავა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი სანქციებიც უფრო გაიზარდოს. ღმერთმანი, რას ფიქრობს პუტინი, ვინ მიანიჭა მას უფლება, გამოაცხადოს ე.წ სახელმწიფოები ტერიტორიაზე, რომელიც მის მეზობელს ეკუთვნის. 

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც რუსეთის მიერ აშშ-ს სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. 

კომენტარები