ეკონომიკის ზრდა

დავითაშვილი: 2021 წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა

პანდემიანდელ მაჩვენებელს ეკონომიკა 3.1%-ით უსწრებს. შესაბამისად, ის დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად, სრულადაა აღდგენილი. ჩვენი პროგნოზი, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა სრულად გამართლდა.

ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო, ვიდრე ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ.

დღეს მონაცემები დაზუსტდა – ჩვენ, გასულ წელს, გვქონდა არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და, შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენა.

ამბობს ვიცეპრემიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

კომენტარები