ალტ-ინფო

ნაცვლიშვილი ალტ ინფოზე: ეს პარტია ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მოვითხოვთ მის გაუქმებას

ლელო

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ძალადობრივი დაჯგუფების - ალტ-ინფოს პარტიად დაფუძნებას ეხმაურება და წერს, რომ ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

როგორც ნაცვლიშვილი წერს, თუ იუსტიციის სამინისტრო მას დაარეგისტრირებს, ის და მისი კოლეგები სასამართლოსგან მოითხოვენ პარტიის გაუქმებას. 

"რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.

მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!

ვიწყებთ". - წერს ნაცვლიშვილი. 

დღეს, 20 ნოემბერს, პუტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით. 

კომენტარები