ვაქცინაცია

გამყრელიძე: თუ ბავშვების იმუნიზაცია არ ჩატარდა, საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმევა

დაახლოებით 25-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრა, ძირითადად ორი ტიპის ვაქცინით – ფაიზერით და მოდერნით. ეს პირველი კანადამ დაიწყო, შემდეგ აშშ-მ და გაგრძელდა: საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ავსტრიაში... მოგეხსენებათ, ახალი შტამები განსაკუთრებით აზიანებენ ბავშვებს და ადვილად ვრცელდებიან, ეს საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. განსაკუთრებით აქტუალური გახდება დღეიდან, რამეთი გუშინ FDA-მ (ამერიკის წამლისა და საკვების ამინისტრაციამ) სრული ავტორიზაცია მისცა ფაიზერის ვაქცინას.

მიდის კვლევები უფრო პატარა ასაკში, 3 წლიდან ბავშვების აცრის. თუ ბავშვების იმუნიზაცია არ ჩატარდა, ისე, საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმევა, რადგან ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამავრცელებლები არიან ვირუსის. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენთვის მთავარი დასაყრდენი მაინც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაა. ვითვალისწინებთ აშშ-ს, ბრიტანეთის მარეგულირებლებს, ევროპის წამლის სააგენტოს და ა.შ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმოს რეკომენდაციით ვიღებთ. როგორც ვიცი, ჯანმო-ში მიმდინარეობს აქტიური განხილვა 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრის და ვფიქრობ, შემოდგომაზე ეს საკითხი გადაწყდება და ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ იმუნიზაციის საბჭოზე ეს საკითხები იქნეს განხილული.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები