ტერორიზმი

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში ელექტროსადგურებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

ერაყის სამხედრო ძალების წევრი ამოწმებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გვირაბს, 2017 წელი, 1 მარტი
Arabnews.com

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში, ქალაქ სამარაში მყოფ ელექტროსადგურზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

ერაყის ელექტროენერგიის სამინისტროს თქმით, ელექტროსადგურ სალაჰ ალ-დინზე იერიში კატიუშას ტიპის რაკეტებით მიიტანეს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა გენერატორის ნაწილებს.

ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ არის. 

კომენტარები