EU და აშშ

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას" – EU-აშშ-ის ერთობლივი განცხადება

აშშ და EU

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საუბარია საქართველოსა და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საფრთხეებზეც რუსეთთან მიმართებით. განცხადება სულ 36 მუხლს მოიცავს, აქედან ორი ეხება საქართველოსაც(ნახსენებია 27-ე და 28-ე მუხლებში): 

27. ჩვენ ერთად ვდგავართ რუსეთის მიმართ პრინციპულ პოლიტიკაში და ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ მის მავნე და ნეგატიურ ქმედებებს, რაც უნდა გაითვალისწინოს რუსეთმა, თუ არ სურს კიდევ მეტად გაიფუჭოს ურთიერთობა "არამეგობრულ" ქვეყნებთან. იმისათვის, რომ ჩვენი ქმდებები იყოს კოორდინირებული, ვგეგმავთ აშშ-EU-ის მაღალი საფეხურის დიალოგს რუსეთის შესახებ. ჩვენ ვგმოთ რუსეთის ქმდებებს, რომელიც უგულებელყოფს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს საერთაშორისო მისიების მშვიდობიანი მუშაობა რუსეთში და შეწყვიტოს ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ოპოზიციაზე და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები...

28. მოწადინებული ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას, მდგრადობასა და სტაბილურობას... 

ევროკავშირისა და აშშ-ის სამიტი დღეს, 15 ივნისს შვიდი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა. მხარეებმა განაახლეს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა და შეადგინეს გეგმა აშშ-EU-ის სამომავლო კოოპერაციასთან დაკავშირებით პოსტპანდემიურ პერიოდში. ევროკავშირს წარმოადგენდნენ ორგანიზაციის პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ხოლო აშშ-ს წარმოადგენდა ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 

კომენტარები