სამხრეთ ჩინეთის ზღვა

ფილიპინების თავდაცვის მინისტრი: სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთს მეტი ადგილის ოკუპაცია უნდა

ფილიპინების თავდაცვის მინისტრმა, დელფინ ლორენზამ, თქვა, რომ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მეტი ადგილის ოკუპაცია სურს. 

"ამ ადგილას ჩინური საზღვაო შეიარაღებული ჯგუფების მუდმივი ყოფნა ცხადყოფს მათ განზრახვას, რომ დასავლეთ ფილიპინების ზღვაში მეტი ადგილის ოკუპაცია მოახდინონ". – თქვა თავდაცვის მინისტრმა დელფინ ლორენზანამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე.

ფილიპინებმა ჩინურ გემებს მოუწოდა, დაეტოვებინა მისი ექსკლუზიური ეკონომიკურ ზონაში მდებარე ვიტსუნის რიფი, რომელსაც ფილიპინები ჯულიენ ფილიპის რიფს ეძახის. მანამდე, ჩინელმა დიპლომატებმა თქვეს, რომ რიფთან მყოფი 200-ზე მეტი გემი ქარს აფარებდა თავს. მანილა პეკინს ადანაშაულებს, რომ გემები შეიარაღებულია, რასაც პეკინი უარყოფს. 

ფილიპინების თავდაცვის მინისტრის თქმით, უკეთესი ამინდის მიუხედავად, 44 ჩინური გემი ისევ იქ იყო.

"სულელი არ ვარ. ამ დრომდე კარგი ამინდია, ამიტომ, დარჩენის მიზეზი არ აქვთ". – თქვა მინისტრმა.

ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტენტეს, მთავარმა იურიდიულმა მრჩეველმა და ადვოკატმა, სალვადორ პანელომ თქვა, რომ მის ექსკლუზიური ეკონომიკურ ზონაში ჩინური გემების დიდი ხნით ყოფნა არასასურველი ლაქაა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, მისი თქმით, ეს არასასურველი ლაქა საომარი მოქმედებების საფრთხეს ქმნის, "რომელიც არცერთ ქვეყანას არ უნდა სურდეს".

პრეზიდენტის სპიკერმა, ჰარი როქმაც, აღნიშნა, რომ ფილიპინები თავისი ტერიტორიის თუ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ერთ ინჩსაც არ დათმობს.

მანილაში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, სრულიად ნორმალურია ის, რომ ჩინურმა გემებმა ამ ადგილას ითევზაონ და ცუდი ამინდის დროს რიფს თავი შეაფარონ. "არავის აქვს უფლება, ამგვარ ქმედებებზე ასეთი უნამუსო შენიშვნები გააკეთოს". – დასძინეს ჩინეთის საელჩოში. 

2016 წელს საერთაშორისო სასამართლომ უგულვებელყო ჩინეთის პრეტენზია სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ის ფლობაზე. პეკინი ამ განჩინებას არ ცნობს, სადავო წყლებში კი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს რადარებით, საარტილერიო ბატარეებით, სამხედრო თვითმფრინავების ანგარებით.

"ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე, რაც ორივესთვის საინტერესო და სასარგებლოა, თუმცა არაფერი შეგეშალოთ - ჩვენი სუვერენიტეტი ხელშეუხებელია". – წერს პანელო ჩინეთზე.

მართალია, წინა დღეებში ჩინეთის წინააღმდეგ მსგავსი განცხადება გააკეთეს ფილიპინების დიპლომატებმა და გენერლებმა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ეს იშვიათია. დუტერტეს 2016 წლის გადაწყვეტილების შემდეგ ჩინეთზე წნეხი არ გაუზრდია, რამაც ქვეყანაში ნაციონალისტები გააბრაზა. ისინი დუტერტდეს ადანაშაულებენ, რომ ჩინური ინვესტიციების სანაცვლოდ ტერიტორიებით თამაშობს. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე დუტერტემ ასევე თქვა, რომ ჩინეთი ომის დაწყების საშიშროებას ქმნის. 

ასევე, ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ჩინეთის მოსაზრება, რომ ეს რიფი ტრადიციულად არის მის წყლებში სათევზაო ადგილი. ფილიპინებმა ამის გამო დიპლომატიური პროტესტიც გამოხატა. 

ფილიპინებში ამბობენ, რომ ამგვარად "აშკარად არღვევენ" ქვეყნის იურისდიქციას. 

სალვადორ პანელოს თქმით, ფილიპინები არ დაბრმავდება ჩინეთის ჰუმანიტარული დახმარებით, რაშიც მილიონობით დოზა კორონავირუსის ვაქცინა იგულისხმა. 

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთი ტაივანს, ვიეტნამს, ბრუნეის, მალაიზიასა და ფილიპინებს ედავება, სადაც ჩინეთს სამხედრო უპირატესობა აქვს. 

სამხრეთ ჩინეთის ზღვა მდიდარია რესურსებით და ამ ზღვაში უამრავი სავაჭრო გემი გადის. ზღვა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია.

კომენტარები