ვაქცინაცია

გამყრელიძე: აუცილებელია, ყველა ვიყოთ ვაქცინირებული, თანდათან უნდა გავზარდოთ მოცვა

იმატებს დადებითობის მაჩვენებელი და ამავე დროს, გაიზარდა გადამდებლობის მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

მოგეხსენებათ, რომ მარტში საკმაოდ შემსუბუქდა მთელი რიგი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ეს შედეგია ამ შემსუბუქების, მაგრამ არ არის სერიოზული ნახტომისებური ზრდა, ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, არა დიდი თავშეყრა და ამას დაემატა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვაქცინაცია.

აუცილებელია, რომ ყველა ვიყოთ ვაქცინირებული, უკვე, თანდათან უნდა გავზარდოთ მოცვა ვაქცინაციის...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები