ჩვენ ბოლომდე ერთგულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის დაძლევაში. ლიტვა მზადაა შუამავლობისთვის, რათა ყოველ პარტიას შორის დიალოგი და კონსენსუსი შედგეს.
tbl.ge/5fw5
დაკოპირდა

წერს ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალურ წერილში, რომელიც მან 25 თებერვალს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავზე გამოაქვეყნა. წერილში ასევე საუბარი იყო იმ მძიმე წარსულზე, რომელიც საქართველომ ბოლშევიკური რეჟიმის ქვეშ გამოიარა და გამოხატული იყო ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური კურსის მიმართ.
ამავე თემაზე
- ლიტვის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
- ლიტვის კულტურის მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ კვირაში გადადგა
- საჰაერო სივრცეში დრონის შესახებ ცნობის გამო ნაუსედას თვითმფრინავი დაშვებას ვერ ახერხებდა
- პრემიერმინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ლიტვის მთავრობა გადადგა
- ლიტვის პრემიერმინისტრი ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების გამო გადადგა




