კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა კომენდანტის საათზე: უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ქმედითი ბერკეტები არ დაგვეტოვებინა

ღამის საათების შეზღუდვა კვლავაც რჩება ძალაში, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი აქტივობა უნდა გავხსნათ მარტში, აპრილშიც დაგვრჩება გარკვეული აქტივობები, მაგრამ ძირითადი მაინც მარტში იხსნება.

ვინაიდან პანდემია არსად არ გამქრალა, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, ეს გახსნები რამდენად ადეკვატურად იქნება აღქმული, მომხმარებელი რამდენად დაიცავს ყველა წესს, ბიზნესი რამდენად შეძლებს, რომ ყველა პროტოკოლი დაიცვას, ხომ არ მოხდება გაუარესება ეპიდვითარების, არ იქნებოდა სწორი და იქნებოდა უპასუხისმგებლო, რომ ქმედითი ბერკეტები არ დაეტოვებინა ხელისუფლებას, იმისთვის, რომ სწრაფად დააკორექტიროს ვითარება, თუ დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა მოიტანა ეპიდვითარების გაუარესება.

ერთერთი ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა მობილობის დაგდების, რამაც 28 ნოემბრიდან მოყოლებული მოიტანა დღევანდელი გაუმჯობესებული სიტუაცია, ეს არის ღამის საათების შეზღუდვა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მეც ვხედავ, რომ ეს დისკომფორტია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, დამტკიცებული და დატესტილია, რომ ერთერთი ბერკეტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნორმალური ვითარება შევინარჩუნოთ და ვამუშაოთ ბიზნესი, ეს არის ღამის მობილობის შეზღუდვა, ამ ეტაპზე ვიტოვებთ ამას, მომავალში შევხედოთ...

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები