2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი სტრასბურგზე: ეს არის ისტორიული გამარჯვება სამართლებრივი საქართველოსთვის

ეს არის ისტორიული გამარჯვება სამართლებრივი საქართველოსთვის. ეს არის მყარი საფუძვლის ჩამყრელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. მე მართალი გითხრათ, რა თქმა უნდა, 100%-იან შედეგს ვისურვებდი, მაგრამ ამხელა შედეგს არ მოველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მყარი საფუძველი ამის, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, თავისი განცხადებებით, თავიანთი უმოქმედობით, თავიანთი კულისებს მიღმა ლობირებით და მიუხედავად ამისა, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში საქართველოს აგრესორსაც და საქართველოს უკანონო ხელისუფლებაში მყოფ ხალხსაც...

ასე აფასებს ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. 12-წლიანი დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, სასამართლომ 8-დან 6 მუხლში რუსეთი დამნაშავედ ცნო.

კომენტარები