2008 წლის აგვისტოს ომი

ზალკალიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: უპრეცედენტო, ისტორიული საერთაშორისო გამარჯვებაა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცედენტო, ისტორიული საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. 

დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის ჩვენი ქვეყნის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის...

ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი, დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა. 12-წლიანი დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 

კომენტარები