კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: ყველანი აღვნიშნავთ მართლმადიდებლურ შობას, ნუ ქმნით პრობლემას იქ, სადაც არ არის

ჩვენ ყველანი საქართველოში აღვნიშნავთ მართლმადიდებლურ შობას, ეს გამონაკლისიც არის საქართველოში დაშვებული, ჩვენ სამწუხაროდ, დასვენების დღე არ გვაქვს კათოლიკურ შობაზე, მასობრივად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას, ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღე. ამიტომ, ნუ შექმნით სპეკულაციას და პრობლემას იქ, სადაც არ არსებობს, ჩვენ მოქალაქეების ყველა უფლებას ვიცავთ, მათი თავისუფალი აღმასარებლობის უფლება აქვთ და ექნებათ საშუალება, კათლიკურ თუ გრიგორიანულ შობას [ერთჯერადი საშვით] მივიდნენ მათ ეკლესიაში შეზღუდვების გარეშე.

ვიცეპრემიერის მოვალეობის შესრულებელი მაია ცქიტიშვილი კითხვაზე, რატომ იხსნება კომენდანტის საათი მხოლოდ 6 იანვრის ღამით და არა 25 დეემბერს.

კომენტარები