თურქეთი

თურქეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, დაშავდა 3 პირი

თურქეთის აღმოსავლეთით 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა 10 წამამდე გაგრძელდა, სიღრმე კი 5 კილომეტრი იყო. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბინგოლის პროვინციაში, კარლიოვას რაიონში იყო.

ძლიერი მიწისრისას ჩამოინგრა ობსერვატორიის შენობა, რის შედეგადაც დაცვის 3-მა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. როგორც ცნობილია, ერთერთი მათგანი შენობის ნანგრევებში მოჰყვა, დანარჩენმა 2-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

კომენტარები