საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

NGO-ები აჭარის ტელევიზიის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლავ მიმართავენ

აჭარის ტელევიზია

მედიის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის ტელევიზიის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

მათი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითარებული პროცესები საგანგაშოა.

NGO-ები მიიჩნევენ, რომ 2019 წლის აპრილიდან დღემდე, არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ არსებული ეჭვები ყოველდღიურად მტკიცდება.

მათივე შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ახლად არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მის მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა, შესაძლოა, შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომლების ნაწილი, მოცემული მდგომარეობა კი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, საგანგაშოა და მედიის თავისუფლებისა და ადამიანი უფლებების დარღვევის რისკებს მოიცავს.

"ჩვენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც ჩავერთვებით და დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მეორეს მხრივ კი ჩვენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსილიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

კომენტარები