ფილიპინები

ფილიპინებში 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა

https://www.nytimes.com

ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და დაინგრა ინფრასტრუქტურა.

6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამხრეთ ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე მოხდა.

როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად გარდაცლილია 67 წლის პირი და 15 წლის მოზარდი.

კუნძულ მინდანაოზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. 16 ოქტომბერს 6.3 მაგნტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ მინდანაო იყო, რის შედეგადაც, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები