Freedom House-ის ანგარიში 2019

Freedom House: არჩეულ პირთა უფლებები ივანიშვილის არაოფიციალური მმართველობით გაუფასურებულია

Freedom House-ის ახალ ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური მმართველობა, მთავრობის გაუმჭვირვალობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის გაანალიზებული.

დოკუმენტში ვკითხულობთ: 

უნდა განსაზღვრავდნენ თუ არა მთავრობის თავისუფლად არჩეული ხელმძღვანელი და ეროვნული საკანონმდებლო წარმომადგენლები მთავრობის პოლიტიკას?

თანამდებობის არჩეული პირების შესაძლებლობა, მთავრობის პოლიტიკა განსაზღვრონ და განახორციელონ, ივანიშვილის არაოფიციალური როლის გამო გაუფასურებულია. ის არ არის საჯარო თანამდებობაზე, მაგრამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მისი დე ფაქტო მთავრობა 2018 წლის ივნისს დემონსტრირდა, როდესაც პრემიერ მინისტრმა, კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ეს ივანიშვილთან ეკონომიკური პოლიტიკის უთანხმოების შემდეგ მოხდა.  

ივანიშვილის პოლიტიკის გავლენის კავშირი მის ფინანსურ, ბიზნეს ინტერესებთან და მულტი მილიარდ დოლარიან ქართულ თანაინვესტირების ფონდთან (GCF) მიმართებაში შესამჩნევია. ის 2013 წელს ამუშავდა და თბილისში მსხვილი უძრავი ქონების განვითარების პროექტებში აქტიურად არის ჩართული. 2017 წელს ბევრი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან განვითარების პროექტს, რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ მხარდაჭერილი იყო ივანიშვილის პოლიტიკური კავშირების გამო და ხელისუფლების მხრიდან ხელსაყრელი მოპყრობას იღებდა.

ბრძოლა სახელისუფლებო კორუფციის წინააღმდეგ ძლიერი და ეფექტურია?

ქვეყანამ წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესები განიცადა, თუმცა, მთავრობაში კორუფცია პრობლემად დარჩა. ზოგიერთ შემთხვევაში, მან ქრონიზმის და ნეპოტიზმის ფორმა მიიღო. ანტიკორუფციული კანონების და რეგულაციების ეფექტური გამოყენება სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის ნაკლებობითაა გაუფასურებული და წარმატებული საქმეები მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ ქართული ოცნების ლიდერებთან, კვლავ იშვიათია. 

მოქმედებს მთავრობა ღიად და გამჭვირვალედ?

ზოგადად მთავრობის საქმიანობა აუდიტორული ორგანოების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და საჯარო შემოწმებას ექვემდებარება. თუმცა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი იუწყება, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2010 წლიდან არათანაბარი იყო. 2018 წელს ინსტიტუტმა მოითხოვა მეტი გამჭვირვალობა თანამდებობის პირების ხელფასების შესახებ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა თბილისში მიწის გაყიდვების გამჭვირვალობის ნაკლებობაზე შეშფოთება გამოთქვეს.

კომენტარები