დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე: მტყუანები ვართ თუ არა საზოგადოებამ გადაწყვიტოს, კობახიძეს ეს უფლებამოსილება არ აქვს

ჩვენ მტყუანები ვართ თუ მართლები, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, კობახიძეს არ აქვს მასეთი უფლებამოსილება, რომ ტყუან-მართალი დაადგინოს ამ შემთხვევაში. არგუმენტად იყენებენ კაბინეტებს, რომლებსაც ვითომ არემონტებდნენ, იმას, რომ შეიძლება გაირიცხო. შეიძლება დამხვრიტო კიდეც, ხო? მაგრამ თუ მჯერა რაღაცის, ხომ არ უნდა დავიხიო უკან... გეუბნები, რომ მოდი, ამ თემაზე გუნდის შიგნით ისეთი ამომწურავი პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ საზოგადოებასთან ვიყოთ პირნათელი

გედევან ფოფხაძე მედიასთან "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრობს.

კომენტარები