აშშ-რუსეთი

კრემლი: თუ აშშ 1987 წლის შეთანხმებას დატოვებს და შეიარაღებას დაიწყებს, ჩვენც იმავეს ვიზამთ

EPA

რუსეთის თქმით თუ დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულებას დატოვებს და ახალი რაკეტების შექმნას დაიწყებს, ისინიც იმავეს გააკეთებენ.

"[ხელშეკრულების დატოვება] ნიშნავს, რომ აშშ შეუფარავად, ღიად იწყებს ამ სისტემების შექმნას, და თუ ეს სისტემები იქმნება, სხვა ქვეყნებმა, ამ შემთხვევაში რუსეთმა, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან ბალანსის აღსადგენად." თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლი, ჯონ ბოლტონი მოსკოვში ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. ბოლტონმა უარყო რუსეთის ბრალდება იმის შესახებ, რომ აშშ ხელშეკრულების დატოვების მუქარას რუსეთის დასაშინებლად იყენებს. მისი თქმით ორმხრივი შეთანხმება თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება, რომელშიც მსგავს რაკეტებს სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც ქმნიან. ბოლტონი საკითხს დღეს ვლადიმირ პუტინთანაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარ თქვის დასაწყისში NATO-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, კეი ბეილი ჰაჩინსონმა თქვა, რომ თუ რუსეთი აკრძალულ სარაკეტო სისტემებზე მუშაობას არ შეწყვეტს აშშ მათ მოძებნის და მანამდე გაანადგურებს, სანამ ოპერაციული გახდება.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

"რუსეთის შეთანხმებას არ ასრულებს. სანამ გონს არ მოეგებიან, ჩვენ სხვებზე მეტი ფული გვაქვს, ჩვენ შევიარაღდებით." თქვა დონალდ ტრამპმა და შეკითხვაზე, არის თუ არა ეს მუქარა ვლადიმირ პუტინისაკენ მიმართული უპასუხა:

"ვიკენაც გსურთ, იმისკენ არის მიმართული. ეს მოიცავს ჩინეთსაც, რუსეთსაც და ნებისმიერს, ვისაც ამ თამაშის თამაში სურს. ამას ვერ გააკეთებთ. ამ თამაშს ვერ მეთამაშებით."

ჩინეთმა ხელშეკრულების დატოვების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო.

კომენტარები