მილენიალები

კვლევის მიხედვით, მილენიალების ნახევარზე მეტს მეოთხედი ცხოვრების კრიზისი აქვს

oneclass.com

ახალი კვლევის მიხედვით, ყოველი ათი მილენიალიდან ექვსს მეოთხედი ცხოვრების კრიზისი აქვს.

კვლევა ფსიქოლოგმა ოლივერ რობინსონმა ჩაატარა, რათა ენახა როგორ იყენებენ ადამიანები კრიზისებს ცვლილებებისთვის. თუმცა, მან პროცესში აღმოაჩინ, რომ 25-იდან 35 წლამდე ადამიანების დიდი რიცხვს ფინანსური, კარიერული და პერსონალური წნეხები აქვთ.

კვლევის შედეგად გამოიკითხა 2 000 ადამიანი დიდ ბრიტანეთში და აღმოჩნდა რომ 53%-თვის კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი ფინანსებია - ისინი განიცდიან მეოთხედი ცხოვრების კრიზისს იმიტომ, რომ ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავებენ.

გამოკითხულთა 26% მთავარ წნეხად მისთვის სწორი სამსახურის პოვნას ასახელებს, 22%-თვის მთავარი წნეხი კერძო საკუთრების არქონაა, ხოლო 25% მიზეზად პირად ურთიერთობებს ასახელებს. 

ოლივერ რობინსონის თქმით, მეოთხედი ცხოვრების კრიზისს ორი მხარე ახასიათებს.

"ადამიანები, რომლებსაც მეოთხედი ცხოვრების კრიზისი აქვთ, ხშირად განიცდიან რთულ და სტრესულ პერიოდებს, თუმცა ჩემი გამოცდილებით მათ ასევე აქვთ ზრდისა და ღიაობის პერიოდებიც. ადამიანებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მათი ქცევები და მეთოდები მოძველდა და ამიტომ დაიწყონ ახალი იდეების ძიება" - თქვა რობინსონმა.

დასაქმების ექსპერტმა LinkedIn-ზე, დარაინ ფარაზმა, რამდენიმე რჩევა დაწერა, როგორ უნდა გავუმკვლავდეთ მეოთხედი ცხოვრების კრიზისს:

1. შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვასთან შედარება

გახსოვდეთ, რომ ყველა თავისი თავგადასავლის სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება, ამიტომ არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს - წარმატებისა და ბედნიერების თქვენეული განმარტება სრულიად საკმარისია.

2. დაიხიეთ ერთი ნაბიჯით უკან და აღმოაჩინეთ გამომწვევი მიზეზები

გადადგით ერთი ნაბიჯი უკან და დაწერეთ, რა გიშლით ნერვებს ყველაზე მეტად, ამით თქვენ თავს დაიცავთ იმისგან, რომ იყოთ უბედური თქვენს საქმიანობასა თუ ურთიერთობაში. ეს მეთოდი პირდაპირ გადაგამისამართებთ პრობლემასთან.

3. იყავით კეთილები საკუთარი თავის მიმართ

მეოთხედი ცხოვრების კრიზისი შესაძლოა იყოს რთული პროცესი და ამან გაგხადოთ თქვენი თავის ყველაზე საშინელი კრიტიკოსი. შეახსენეთ თქვენს თავს, რომ ეს პოზიტიური გამოცდილებაა და შეგიძლიათ ის გარდაქმნათ ცვლილებასა და პროგრესში. როგორც კვლევაში ხედავთ, კრიზისი სამუდამოდ არ გრძელდება.

4. ესაუბრეთ სხვებს

მნიშვნელოვანია ისაუბროთ თქვენი უკმაყოფილების განცდებზე. სხვებთან საუბარი სხვადასხვა საკითხებზე არამარტო დაგეხმარებათ მის რაციონალიზებაში, არამედ გაპოვნინებთ გამოსავალს. ძალიან კარგია როდესაც თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები მხარს გიჭერენ, ასევე ძალიან კარგია მოისმინოთ აზრი მიუკერძოებელი პოზიციიდან, განსაკუთრებით მათგან, ვინც თქვენს ინდუსტრიაში მოღვაწეობს.

5. კვლევა

თუ თქვენ განიხილეთ თქვენი სიტუაცია რელევანტურ ადამიანებთან, მნიშვნელოვანია იკვლიოთ თქვენი შეხედულებები და ვნებები. არ აქვს მნიშვნელობა ახალ კარიერას იწყებთ თუ სამოგზაუროდ მიდიხართ - აუცილებელია, იცოდეთ თქვენი შესაძლებლობები.

კომენტარები