საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, რუსთავში, ერთ - ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები - „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“
"აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდოდა" - აცხადებს სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 - დან 3 წლამდე ვადით.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)