ნარკოპოლიტიკა

კაპანაძე: ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში

პარლამენტი

ევროპული საქართველო მიიჩნებს, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ გააკეთა.

"ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ეს არის პარლამენტის საქმე. ევროპულ საქართველოს მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი, რომელიც დღეს არსებობს კიდევ უნდა იყოს დახვეწილი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომელზეც საპატრიარქო საუბრობს. სხვადასხვა ადგილები ამ კანონში უფრო მეტად დასახვეწია." - ამბობს კაპანაძე.

ამ თემასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, საქართველოს საპატრიარქომ. განცხადებაში ეწერა, რომ დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტში რამდენიმე საკითხი არ არის გათვალისწინებული და  ამის გამო, აუცილებელია კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს.

კომენტარები