ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად დრამის რეჟისურისთვის Emmy ქალმა აიღო

Variety

რიდ მორანო, 1995 წლის შემდეგ პირველი ქალია, რომელმაც დრამის ჟანრის სერიების რეჟისურისთვის ემი აიღო. მან ჯილდო ჰულუს სერიალის “მხევლის წიგნი“ პირველი სამი სერიის წარმატებული რეჟისურისთვის დაიმსახურა. რიდ მორანოსთვის ეს "ემი"-ზე მეორე ნომინაცია და პირველი ჯილდოა.

Emmy-ს აღებამდე, რიდ მორანომ ჟურნალ Variety-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებული ტენდენციის მიხედვით, კაცს უფრო მარტივად ანდობენ ხოლმე დიდი სატელევიზიო პროდუქტის შექმნას, რადგან დამკვეთები ასე თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ.

“...მაგრამ ამას სქესთან არანაირი კავშირი არ აქვს, ყველაფერი ადამიანის შემოქმედებითობასა და ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული და კიდევ, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარზე.“-აღნიშნა მან.

“მხევლის წიგნამდე“, მორანოს მსგავსი მასშტაბის პროექტზე არ უმუშავია, თუმცა მას ეკუთვნის HBO-ს სერიალის “განქორწინება“ პირველ სერიის პილოტი და ბიონსეს უახლესი ალბომის “Lemonade” კინემატოგრაფია.

კომენტარები