შემოწირულებების მხრივ გირჩი და პატრიოტთა ალიანსი ლიდერობენ

პოლიტიკურმა პარტიებმა 2016 წლის სამ თვეში შემოწირულების სახით 428 476 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოწირულება (168 058 ლარი) ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა მიიღო. 

მეორე ადგილზე (143 283 ლარი) საქართველოს პატრიოტთა ალიანსია, მესამეზე კი, გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის (45 070 ლარი).

30 097 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, 20 560 ლარი კი, ქართულმა ოცნებამ. 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, 2016 წლის პირველ სამ თვეში დევნილთა პარტიამ 8 010 ლარის შემოწირულება მიიღო, რესპუბლიკურმა პარტიამ – 5 972 ლარი, თავისუფალმა დემოკრატებმა – 4 000 ლარი, მემარცხენე ალიანსმა - 1 500 ლარი, თავისუფალმა საქართველომ – 710 ლარი, საქართველოს მშვიდობისთვის – 550 ლარი, კონსერვატიულმა პარტიამ – 360 ლარი, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ – 300 ლარი და განახლებული საქართველოსთვის – 5 ლარი.

კომენტარები