საქართველოს პარლამენტი

გვენეტაძის მოსასმენად დანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა დღეს ორჯერ ჩაიშალა

ნინო გვენეტაძე
ტაბულა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, დღეს მეორედ ჩაიშალა. მიზეზი კვლავ ქართული ოცნების წევრების მიუსვლელობა და კვორუმის არარსებობა გახდა. კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, სხდომა სულ მცირე ერთი კვირით გადაიდო.
 
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს, 12:00 საათისთვის იყო დანიშნული, მაგრამ საკომიტეტო მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. სხდომის გახსნისთვის საჭირო იყო სულ მცირე 8 დეპუტატი, თუმცა, მხოლოდ 6 დეპუტატი მივიდა. ქართული ოცნებიდან სხდომაში მონაწილეობის მისაღებად არ მივიდნენ ზაქარია ქუცნაშვილი და კარლო კოპალიანი. ფრაქციამ არც მათი ადგილმონაცვლეები წარმოადგინა. ამის შემდეგ კომიტეტის სხდომა 19:00 საათზე დაინიშნა, თუმცა დარბაზში, სადაც კომიტეტი უნდა შეკრებილიყო, მხოლოდ ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და გიგა ბუკია გამოცხადდნენ. 

კომენტარები