თეორემა

როგორი უნდა იყოს ქვეყნის ანტიანექსიური პოლიტიკა

15 ნოემბერს რუსთაველზე მსვლელობა გაიმართება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის წინააღმდეგ. ასეთი ხასიათის ღონისძიებები ცივილიზებულ ქვეყნებში პოლიტიკურ ძალებს მტრის წინაშე ერთიანობის დემონსტრირების საშუალებას აძლევს. როდესაც საქმე ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნას ეხება, იდეოლოგიური თუ პირადი კონფლიქტები უკანა პლანზე გადადის და დაპირისპირებული ძალები ეროვნული ინტერესის დასაცავად ერთმანეთის გვერდიგვერდ დგებიან. მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში 15 ნოემბრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, დაპირისპირების კიდევ ერთი კერა გაჩნდა - აქამდე ივანიშვიილს ხელისუფლებას თუ პოლიტიკური დევნის მხოლოდ ერთი ობიექტი ყავდა ნაციონალური მოძრაობის სახით, ახლა სიძულვილის მიზანში თავისუფალი დემოკრატებიც ამოიღო. ის კი არა, უჭკუო და ავანტიურისტმა ალასანიამ რამდენიმე დღით ქართულ ოცნებას მისი მთავარი მტერი დაავიწყა.

ქართულ პოლიტიკაში ერთგვარ ტენდენციად იქცა საღი აზრის აბუჩად აგდება და ისეთი განცხადებები, რომლებიც ერთი მხრივ მთქმელსვე შეურაცხყოფს, მეორე მხრივ - მსმენელს. ასეთი უადგილო გამოხტომის ქრესტომატიულ მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს რუსული ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მისული ადამიანები ერთმანეთის 15 ლარად ცემას აპირებენ.

მართალია ხელისუფლება ცდილობს, რომ 15 ნოემბერი ნაციონალური მოძრაობის ვიწრო პარტიულ აქციად მონათლოს, მაგრამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ბევრი სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება თუ პოლიტიკური პარტია იღებს. მიდიან ისეთებიც, ვინც თავს არცერთ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიაკუთვნებენ. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დემონტრაცია და რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას ანექსიის წინააღმდეგ, ამ საკითხზე ჯერ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან გიორგი გაბაშვილთან ვსაუბრობთ, ხოლო მოგვიანებით, სტუდიის სტუმრებთან ვაგრძელებთ მსჯელობას.

კომენტარები