თეორემა

საერთაშორისო რეაქცია სააკაშვილის დევნაზე, ნაწილი II

გასულ შაბათს პროკურატურამ თავი მოუყარა თითქმის ყველაფერს, რაც სააკაშვილისთვის ასავალ-დასავალს დაუბრალებია და ყოფილი პრეზიდენტი 27 მარტს დაკითხვაზე დაიბარა 10 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა, ოღონდ ჩამოვა არა პუტინის სურვილის შესასრულებლად, არამედ ქართული ოცნების დასამარცხებლად.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროკურატურის ნაბიჯი "არც მოიწონა და არც დაიწუნა", ხოლო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავდაჯერებით გვამცნო, რომ სააკაშვილის დაკითხვის გადაწყვეტილებას დასავლეთის რეაქცია არ მოყვებოდა.

ქალბატონი ფანჯიკიძის გამჭრიახობამ არ გაამართლა - საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მყისიერი კრიტიკა მოყვა საქართველოს მეგობრების მხრიდან. განსაკუთრებით მკაცრი შეერთებული შტატების ხელისუფლება აღმოჩნდა, რომელმაც ამჯერად არა ეჭვი, არამედ ლეგიტიმური შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ანგარიშსწორების პროცესის გამო და ირაკლი ღარიბაშვილს შეერთებული შტატების უმაღლეს პირებთან შეხვედრა შეახსენა, სადაც მას, ვისაც "ორჯერ თქმა არ სჭირდება" მკაფიოდ ურჩიეს, რომ ენერგია ქვეყნის უკეთეს მომავალს მოახმაროს.

მომავალი საათნახევრის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით ავხსნათ რა მოტივი ამოძრავებს საქართველოს ხელისუფლებას - რატომ ეპოტინებიან სააკაშვილს მაშინ, როდესაც კეზერაშვილის მაგალითიც საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს ხელისუფლებას არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ გადმოსცემს, ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას მოუტანს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღარიბაშვილის მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები - სარეკლამო ბაზრის პარალიზება, აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზებაზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება და ა. შ.

კომენტარები