საქართველოს პატრიარქი

უგულავა: უწმინდესი ბევრისთვის პრაქტიკულად ეკლესიის სიმბოლო გახდა

ტაბულა

გიგი უგულავას შეფასებით, საქართველოს პატრიარქი ბევრისთვის მუდმივობის კანონი და ეკლესიიის სიმბოლოა. უგულავა ილია მეორის აღსაყდრების 36 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას საკრებულოს წევრ მამუკა ახვლედიანთან ერთად ესწრებოდა.

"მისმა უწმინდესობამ 36 წელი პატრიარქის რანგში, საქართველოს ეკლესიასა და მთელ ქვეყანას მიუძღვნა. ეს არის ურთულესი წლები, მთელი ეპოქა, პერიპეტიებით აღსავსე საბჭოთა პერიოდის, საბჭოთა კავშირის რღვევის, ეპოქა დამოუკიდებლობის, ომების. ასე რომ, მისი უწმინდესობა ბევრი ჩვენი თანამოქალაქისათვის მუდმივობის კანონად ჩამოყალიბდა. ბევრისთვის პრაქტიკულად ეკლესიის სიმბოლო გახდა. მე მას ყველაზე მეტად ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს არა მარტო მას, მთელ ქართველ ერს სჭირდება", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

კომენტარები