სახელმწიფო გრანტი

რატიანი: სახელმწიფო გრანტები არაეფექტურად და არასამართლიანად გადანაწილდა

facebook.com/sergo.ratiani

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არასამთავრობო ორგანიზაციებს უმაღლეს განათლებაში სახელმწიფო გრანტების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სერგო რატიანის თქმით, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, წელს გრანტების გადანაწილების წესი შეიცვალა და თანხის გარკვეული ნაწილი ე.წ. უფასო პროგრამებს მოხმარდა.

"უნდა ითქვას, რომ თანხების გადანაწილება მოხდა არაეფექტურად და არასამართლიანად. ძველი წესის საფუძველზე თუ დაფინანსდებოდა დაახლოებით 16 000 სტუდენტი, წელს დაფინანსდა მხოლოდ 9 ათასამდე სტუდენტი. დაახლოებით 400 ადგილამდე არ შეივსო ე.წ. უფასო დაფინანსებაზე. მოვუწოდებ განათლების მინისტრს, ეს თანხები გადანაწილდეს 50% ან 30%-იან დაფინანსებაზე", - აღნიშნა რატიანმა. 

რატიანის თქმით, ახალი წესის გამო 7 000-მა სტუდენტმა დაფინანსება ვერ მიიღო.

კომენტარები