რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პრემიერი: რუსეთმა სირიიდან ქართველების გამოყვანაში დახმარება შემოგვთავაზა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, რუსეთმა ქართულ მხარეს სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში დახმარება შესთავაზა. როგორც ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს გრიგორი კარასინი გუშინ დაუკავშირდა.

"ზურაბ აბაშიძეს დაურეკა თავისმა კოლეგამ და სირიიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანაში დახმარება შესთავაზა, რასაც მივესალმები. ასეთი განწყობაა და არა ის, რომ დაიპყრონ საქართველო. ჩემი აზრით, რუსეთიც კარგად აცნობიერებს რა მოხდა 2008 წელს და არ მგონია, რომ ამით გახარებულია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას და აღვადგენთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ურთიერთობას, რის შემდეგაც აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები