საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: არ გვჭირდება არავითარი ბუფერები რუსეთთან ურთიერთობაში

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ხმას ინტერვიუ მისცა, რომლის ნაწყვეტიც დღეს გავრცელდა. გამოცემას პრემიერი ივანიშვილი ეუბნება, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში არავითარი ბუფერები არ სჭირდება. პრემიერს საუბრის დონეზეც კი მიუღებლად მიაჩნია აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით "ძალის" ხსენება.

"ჩვენ არ უნდა დაგვჭირდეს არავითარი ბუფერები რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ახლო მეზობლური ურთიერთობები გვქონდა და ეს აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. რაც შეეხება ჩვენს აფხაზ ძმებს, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობა აუცილებლად უნდა დავალაგოთ, ერთადერთი გზა არის მხოლოდ მეგობრული და მხოლოდ ძმური. და არცერთ შემთხვევაში საუბრის დონეზეც კი ძალა არ უნდა იყოს ნახსენები. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და გავუჩინოთ ინტერესი აფხაზებს ჩვენთან თანაცხოვრების და დავარწმუნოთ აფხაზები, რომ მათი პერსპექტივიდან გამომდინარე ჩვენთან უკეთესია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები