არენა

ევროკავშირი რუსეთის თაობაზე ერთ ხმაში არ საუბრობს

-22 მარტს თბი­ლის­მა უილ­ტონ პარ­კის კონ­ფე­რენ­ცი­ას „უსაფრთხოება სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში” უმას­პინ­ძ­ლა. კონ­ფე­რენ­ცია დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. უილ­ტონ პარ­კის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი ხელს უწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ა­ლოგს მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სებს, დიპ­ლო­მა­ტებ­სა და მეც­ნი­ე­რებს შო­რის. ტა­ბუ­ლა კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში ბრი­ტა­ნელ პარ­ლა­მენ­ტარს, 2002-2005 წლებ­ში ევ­რო­პის საქ­მე­თა მი­ნისტრს დე­ნის მაკ­შე­ინ­სა და ჯე­იმ­ზ­ტა­უ­ნის ფონ­დის პო­ლი­ტი­კურ მი­მომ­ხილ­ველს ვლა­დი­მირ სო­კორს ესა­უბ­რა.

თქვე­ნი ვი­ზი­ტის მიზ­ნით და­ვიწყოთ. სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხებ­ზე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას სამ­ხ­რეთ კავ­კა­სია უსაფ­რ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

დე­ნის მაკ­შე­ი­ნი: მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა­ა, რომ ჯერ კი­დევ ვერ მო­ხერ­ხ­და ისე­თი პოს­ტ­საბ­ჭო­თა რე­გი­ო­ნის შექ­მ­ნა, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს შო­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იარ­სე­ბებ­და. ანუ თა­ვად სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში იქ­ნე­ბო­და ჰარ­მო­ნია დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის თვალ­საზ­რი­სით. კვლავ საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ას ნუ­ლო­ვა­ნი ჯა­მუ­რი თა­მა­შის წე­სე­ბით უდ­გე­ბა და ცდი­ლობს გა­ყოს და იბა­ტო­ნოს. რე­გი­ონ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არის. კრემლს მი­აჩ­ნი­ა, რომ არას­ტა­ბი­ლუ­რი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სია და­სავ­ლეთს საკ­მა­ოდ აღელ­ვებს და რუ­სეთს სურს, და­სავ­ლე­თი – ევ­რო­პა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა – წნე­ხის ქვეშ ჰყავ­დეს.

ვლა­დი­მირ სო­კო­რი: ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­კითხ­თა საკ­მა­ოდ ფარ­თო სპექ­ტ­რი გა­ნი­ხი­ლე­ბა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე ვიწ­როდ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი არ არის. იგი ბევრ გა­მოწ­ვე­ვას ეხე­ბა – ამ რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის დის­კუ­სია შედ­გა, სა­დაც ჩემ­მა ქარ­თ­ველ­მა მე­გო­ბარ­მა, და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ისა­უბ­რა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის – პო­ლი­ცი­ი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის – მძლავ­რი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. მან გა­იხ­სე­ნა, 2003 წლამ­დე რო­გორ იღებ­დ­ნენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს პრო­კუ­რო­რე­ბი და მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი, ან­და მათ ნაც­ვ­ლად, სხვა­დას­ხ­ვა ბიზ­ნეს თუ ინ­ტე­რეს­ჯ­გუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და სა­სა­მარ­თ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბას ახ­დენ­დ­ნენ. დარ­ჩი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცია არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია და არ­სე­ბობს კო­რუფ­ცი­ის საფ­რ­თხე, ხო­ლო კო­რუფ­ცია რომ აღ­მო­იფხ­ვ­რას, პო­ლი­ცია მძლავ­რად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა უნ­და იყოს. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, სავ­სე­ბით ვე­თან­ხ­მე­ბი მას. კლა­სი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო მცი­რე ზო­მი­სა, მაგ­რამ ძლი­ე­რი­ა. ამ­რი­გად, ეს ერ­თ­-ერ­თი სა­კითხი იყო, რა­ზეც ვიმ­ს­ჯე­ლეთ.

მე­ო­რე დის­კუ­სია ენერ­გო­უ­საფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხებ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩემს გა­მოს­ვ­ლა­ში შეშ­ფო­თე­ბა გა­მოვ­ხა­ტე, რომ სა­ჭი­როა მდი­და­რი ინ­დი­ვი­დე­ბის მი­ერ სა­ხელ­მ­წი­ფოს ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მცდე­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ჩე­მი რწმე­ნით, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში ისე­თი წინ­ს­ვ­ლა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ქვე­ყა­ნა არ და­უშ­ვებს, რომ ერ­თ­მა ინ­დი­ვიდ­მა, რაც არ უნ­და მდი­და­რი იყოს იგი, ფუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­ხელ­მ­წი­ფო ხელ­ში ჩა­იგ­დოს.

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტად ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს. მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, რომ ამან სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის უსაფ­რ­თხო­ე­ბას ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მ­ნას?

დე­ნის მაკ­შე­ი­ნი: პუ­ტი­ნის კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კა სრუ­ლი კა­ტას­ტ­რო­ფა­ა. კრემ­ლის მმარ­თ­ველ­მა ჩეჩ­ნეთ­ში მშვი­დო­ბა ვერ და­ამ­ყა­რა. მან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოწყ­ვი­ტა პა­ტა­რა, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი, 2008 წელს შე­მოჭ­რი­სა და უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, რაც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ დაგ­მო. იგი სი­რი­ის პირ­სის­ხ­ლი­ან დეს­პოტს მხარს უჭერს. მან ვერ შეძ­ლო რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი­სა და მი­სი სა­გა­რეო სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ გრძე­ლი­ა. ვფიქ­რობ, ახ­ლა თი­თი სა­კუ­თა­რი გა­დატ­ვირ­თ­ვის ღი­ლაკს უნ­და და­ა­ჭი­როს და სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ახა­ლი, პრო­აქ­ტი­უ­რი, პო­ზი­ტი­უ­რი პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა აწარ­მო­ოს.

ვლა­დი­მირ სო­კო­რი: ვფიქ­რობ, პუ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტად დაბ­რუ­ნე­ბით რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა არ შე­იც­ვ­ლე­ბა, ერ­თი რა­მის გა­მო – ის ძა­ლა­უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და მა­ში­ნაც, რო­დე­საც მედ­ვე­დე­ვი პრე­ზი­დენ­ტი, ხო­ლო თვი­თონ პრე­მი­ერ­-­მი­ნის­ტ­რი იყო. აშ­კა­რა­ა, რომ მედ­ვე­დე­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს პუ­ტი­ნის გავ­ლე­ნით იღებ­და.

რუ­სე­თის ამო­ცა­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კა, სულ ცო­ტა, 2001 წლი­დან არ შეც­ვ­ლი­ლა. ეს პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის ინ­ტე­რეს­თა სფე­როს აღ­დ­გე­ნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. არა ზუს­ტად ისე­თის, რო­გო­რიც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო, არა­მედ კრემ­ლის ინ­ტე­რეს­თა სფე­როს სა­ხეც­ვ­ლი­ლი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტის, სა­დაც მოს­კო­ვი გა­ა­კონ­ტ­რო­ლებ­და ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს და მათ ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბას, რუ­სე­თის ირ­გ­ვ­ლივ შექ­მ­ნი­და ეკო­ნო­მი­კურ ბლოკს, რო­მე­ლიც არა­რუ­სუ­ლი ქვეყ­ნე­ბის რე­სურ­სებს რუ­სე­თის კონ­ტ­რო­ლის ქვეშ მო­აქ­ცევ­და და ამით გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ ბა­ზას შე­იქ­მ­ნი­და.

და­სავ­ლეთ­ში ბევ­რი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თი საბ­ჭო­თა კავ­შირს აღარ ჰგავს და მას მხო­ლოდ რე­გი­ო­ნუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს. თით­ქოს ის, რომ მას მხო­ლოდ რე­გი­ო­ნუ­ლი ამ­ბი­ცია აქვს, რა­ი­მე შვე­ბის მომ­ტა­ნი იყოს. იმ ხალხს, ვინც ასე ფიქ­რობს, ავიწყ­დე­ბა, რომ ისე­თი ევ­რა­ზი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო, რო­გო­რიც რუ­სე­თი­ა, რო­მე­ლიც ევ­რა­ზი­ის რე­სურ­სებს თა­ვი­სი კონ­ტ­რო­ლის ქვეშ მო­აქ­ცევს, ევ­რა­ზი­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველს შექ­მ­ნის. იგი შეძ­ლებს რე­გი­ო­ნუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, რი­თიც აუცი­ლებ­ლად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს. ეს არის სწო­რედ რუ­სე­თი­დან მო­მა­ვა­ლი საფ­რ­თხის მთა­ვა­რი წყა­რო. პუ­ტი­ნის ხე­ლახ­ლა გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა არა­ფერს ცვლის, ვი­ნა­ი­დან 2001 წლი­დან რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა ასე­თია და 2008 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოჭ­რაც ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში უნ­და და­ვი­ნა­ხოთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი ცალ­მ­ხ­რი­ვად გა­ა­უქ­მა. რუ­სეთ­მა უარი გა­ნაცხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ზე. რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

ვლა­დი­მირ სო­კო­რი: სა­ქარ­თ­ვე­ლომ უნ­და გა­აგ­რ­ძე­ლოს იმის კე­თე­ბა, რაც ბა­ტონ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა წა­მო­იწყო, რა­თა ყვე­ლას და­ა­ნა­ხოს, რომ ქვე­ყა­ნას ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ურ­­თი­­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა სურს. ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბებს ნორ­მა­ლი­ზე­ბულს ვერ და­ვარ­ქ­მევ­დი; მა­ნამ, სა­ნამ რუ­სეთს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, ნორ­მა­ლი­ზე­ბა­სა ან ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა. ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ერ­თი ას­პექ­ტი იქ­ნე­ბო­და უვი­ზო მი­მოს­ვ­ლა, მე­ო­რე ას­პექ­ტი – ორ­მ­ხ­რი­ვი ვაჭ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა. ეს ორ­მ­ხ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფუნ­ქ­ცი­ა­ა. ამ­რი­გად, შეგ­ვიძ­ლია რუ­სეთ­თან ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მიღ­წე­ვა­ზე ვი­სა­უბ­როთ. რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო­ა. კარ­გი­ა, რომ ქვე­ყა­ნას სურს ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, იჩენს ინი­ცი­ა­ტი­ვას, მზად არის რუ­სეთს ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზოს და, ამა­ვე დროს, მის­გან ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცია მო­ითხო­ვოს.

დე­ნის მაკ­შე­ი­ნი: მი­მაჩ­ნი­ა, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი სწორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღებს. არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და, ეთ­ქ­ვა, 2008 წლის შე­მოჭ­რი­სა და ოკუ­პა­ცი­ის გა­მო, რუ­სეთს მომ­დევ­ნო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ო. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც უცხო­უ­რი ჯა­რია შენს მი­წა­ზე, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა გი­წევს. სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სებს ძალ­ზე კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა ვი­ზის გა­უქ­მე­ბის სა­ხით. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ად­გი­ლია დას­ვე­ნე­ბი­სათ­ვის – სამ­თო-­სათხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის, მზის, გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სი თუ კარ­გი ღვი­ნის გა­მო. და საკ­მა­ოდ ბავ­შ­ვუ­რი საქ­ცი­ე­ლია კრემ­ლის მხრი­დან, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს აუკ­რ­ძა­ლოს, ისი­ა­მოვ­ნონ ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­მას­პინ­ძ­ლო­ბით. სა­ა­კაშ­ვი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწორ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს რუ­სე­თის­თ­ვის მე­გობ­რო­ბის ხე­ლის გაწ­ვ­დე­ნით. თუმ­ცა, ვში­შობ, რომ კრემლს, რო­დე­საც ვინ­მე კოც­ნის ან კოც­ნას სთა­ვა­ზობს, სა­ხე­ში შე­ფურ­თხე­ბა ჰგო­ნი­ა.

რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ – თქვე­ნი აზ­რით, რა როლს უნ­და ას­რუ­ლებ­დეს ევ­რო­კავ­ში­რი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის საქ­მე­ში?

დე­ნის მაკ­შე­ი­ნი: ზო­გა­დად, ევ­რო­კავ­ში­რი არ არის საკ­მა­რი­სად კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი შა­ვი ზღვის რე­გი­ონ­სა და კავ­კა­სი­ა­ზე. ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა გა­ყო­ფი­ლია და რუ­სე­თის თა­ო­ბა­ზე ერთ ხმა­ში არ სა­უბ­რობს. ევ­რო­კავ­ში­რი კო­სო­ვოს აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის ქო­ნა­საც ვერ ახერ­ხებს. ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­მა კო­სო­ვო აღი­ა­რონ, რად­გან სწო­რედ მი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის არ­ც­ნო­ბაა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა და კრემლს აძ­ლევს ხელს.

თუმ­ცა, ევ­რო­კავ­შირს, რო­მელ­საც ში­და­ე­კო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა უწევს, ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად არა აქვს საკ­მა­რი­სი ენერ­გია და რე­სურ­სე­ბი, რომ მხა­რი რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და პო­ლი­ტი­კას და­უ­ჭი­როს. თუმ­ცა, ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, ისე­ვე რო­გორც ვარ­შა­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის სა­კითხებ­ზე, ბევ­რი მა­ღა­ლი რან­გის ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მო­ნა­წი­ლე­ობს. ეს მეტყ­ვე­ლებს, რომ და­სავ­ლე­თი ჩი­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სავ­ლის გზე­ბის პოვ­ნის პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას აღი­ა­რებს.

ვლა­დი­მირ სო­კო­რი: აქ ორი სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტი­ა: ერ­თი არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კა, მი­აღ­წი­ოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას და მე­ო­რე, ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ტე­რე­სი მთლი­ა­ნად სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

ევ­რო­კავ­ში­რი, ბო­ლოს­და­ბო­ლოს მიხ­ვ­და, რომ ამ რე­გი­ონს მი­სი ენერ­გო­უ­საფ­რ­თხო­ე­ბი­სათ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ამ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლად ევ­რო­კავ­შირს ბევ­რი წე­ლი დას­ჭირ­და. ამ­რი­გად, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დ­როს. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ევ­რო­კო­მი­სი­ის, ენერ­გო­სა­კითხებ­ში ევ­რო­კო­მის­რის გი­უნ­ტერ ეტინ­გე­რის და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის ჟო­ზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზუს და­დე­ბი­თი რო­ლი, რო­მე­ლიც ეტინ­გერს უჭერს მხარს სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. ამ­რი­გად, ეს ევ­რო­კავ­ში­რის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კას, სა­ქარ­თ­ვე­ლო აშ­კა­რად მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა­ა, ბევ­რად უს­წ­რებს აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს. სომ­ხეთ­მა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა – მან რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ო­ბა არ­ჩი­ა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სი­ტუ­ა­ცია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი­ა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი აშ­კა­რად და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა და სა­კუ­თარ მო­მა­ვალს ხე­დავს, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­სას, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­შირ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ექ­ნე­ბა. თუმ­ცა, ევ­რო­კავ­შირს ბო­ლომ­დე არ ეს­მის აზერ­ბა­ი­ჯან­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, არ ეს­მის ის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯან­მა ეროვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აირ­ჩი­ა. ამ ას­პექ­ტ­ში, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩა­მორ­ჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბა­ქო წარ­მა­ტე­ბით ვერ ებ­რ­ძ­ვის კო­რუფ­ცი­ას. მაგ­რამ, ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობ­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გა­ნუ­ყო­ფე­ლი­ა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ერ­თი დე­რეფ­ნის ორი ნა­ხე­ვა­რი არი­ან. თუ ამ ორი­დან ერ­თ­-ერ­თი ქვე­ყა­ნა ჩა­ვარ­და, სხვაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ვარ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ დე­რე­ფან­ში გა­ნუ­ყო­ფე­ლი კავ­ში­რე­ბი არ­სე­ბობს. ამი­ტომ, მსურს, ევ­რო­კავ­ში­რი მე­ტი გა­გე­ბით მო­ე­კი­დოს აზერ­ბა­ი­ჯანს, ვიდ­რე ამას აკე­თებს და მიხ­ვ­დეს, რომ მას ეს ქვე­ყა­ნა სჭირ­დე­ბა – პირ­ველ რიგ­ში, ენერ­გო­უ­საფ­რ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მუს­ლი­მუ­რი ერის სე­კუ­ლა­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თი­ა. ამ­რი­გად, ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ტე­რე­სე­ბი ამ რე­გი­ონ­ში.

რა არის რე­გი­ონ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა?

დე­ნის მაკ­შე­ი­ნი: სა­მი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი, რო­გორ მოხ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა. ამე­რი­კე­ლე­ბი გე­ნი­ო­სე­ბი იყ­ვ­ნენ, რო­დე­საც მე-18 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ მა­თი პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ ოთხი ან, მაქ­სი­მუმ, რვა წლის ვა­დით უნ­და იყოს პრე­ზი­დენ­ტი, რო­დე­საც ჯორჯ ვა­შინ­გ­ტონ­მა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტად 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, თქვა, არ ვი­ცი ვინ მო­ვა ჩემ შემ­დეგ, მაგ­რამ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტია უფ­რო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, თუ მე აღარ ვიყ­რი კენ­ჭ­სო. არა მგო­ნი­ა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის ეს სწო­რი პრინ­ცი­პი საკ­მა­რი­სად იყოს გამ­ყა­რე­ბუ­ლი ამ რე­გი­ონ­ში.

მე­ო­რე არის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა – მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა­გან. არ­ცერთ მი­ნისტრს, არ­ცერთ პო­ლი­ცი­ის უფ­როსს, არა­ვის არ უნ­და შე­ეძ­ლოს, მო­სა­მარ­თ­ლეს უბ­რ­ძა­ნოს ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა იმი­ტომ, რომ იგი მის მან­ქა­ნას არ მო­ემ­სა­ხუ­რა ან­და მის ქა­ლიშ­ვილს სა­მუ­შაო ან სტი­პენ­დია არ მის­ცა.

მე­სა­მე გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა, რაც ასე­ვე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ნიშ­ნავს. ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია სენ­სა­ცი­ებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. ბევრს ჰგო­ნი­ა, თუ ინ­ტერ­ნეტ­ში წერს ან Twitter-ით ავ­რ­ცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, უამ­რა­ვი ტყუ­ი­ლი შე­უძ­ლია თქვას. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­საც სა­კუ­თა­რი ეთი­კის წე­სე­ბი სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, კვლავ არ­სე­ბობს და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის უამ­რა­ვი ფაქ­ტი ან­და მა­გა­ლი­თე­ბი იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დევ­ნი­სა, და­პა­ტიმ­რე­ბი­სა და და­ში­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მოვ­ლე­ნე­ბის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად გა­შუ­ქე­ბას ცდი­ლო­ბენ. ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ და­იკ­ვეხ­ნის, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ა, თუ ჟურ­ნა­ლის­ტი ჰყავს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იმი­სათ­ვის, რა­საც ის წერს ან ამ­ბობს.

უფ­რო გლო­ბა­ლურ სა­კითხებ­ზე რომ გა­და­ვი­დეთ. ირა­ნი სულ უფ­რო დიდ საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს რე­გი­ონს რის­კის წი­ნა­შე აყე­ნებს?

დე­ნის მაკ­შე­ი­ნი: ირა­ნი ატო­მუ­რი ბომ­ბის შექ­მ­ნას თუ გა­აგ­რ­ძე­ლებს, ეს რე­გი­ო­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას აშ­კა­რად გა­მო­იწ­ვევს. აჰ­მა­დი­ნე­ჟად­მა არა­ერ­თხელ გა­ნაცხა­და, რომ სურს ის­რა­ე­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა. ორი­ო­დე დღის წინ, ერ­თ­-ერთ გერ­მა­ნულ ტე­ლე­არ­ხ­თან სა­უბ­რი­სას თქვა, რომ გე­ნო­ცი­დი ის­რა­ე­ლის მი­ერ მო­გო­ნი­ლი ტყუ­ი­ლი­ა. არა­ვის უნ­და, ისეთ კაცს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ გე­ნო­ცი­დი ებ­რა­ე­ლე­ბის მო­გო­ნი­ლი ტყუ­ი­ლია და მო­უ­წო­დებს ამ ხალ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა­კენ, ხე­ლი ბირ­თ­ვულ იარაღ­თან მი­უწ­ვ­დე­ბო­დეს. ამ­რი­გად, ეს ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა. ირა­ნი ამ­ბობს, რომ სამ­შ­ვი­დო­ბო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის უნ­და ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღი, თუმ­ცა ამა­ვე დროს, უარს ამ­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­პექ­ტო­რებს აჩ­ვე­ნოს, რას აკე­თებს. ირა­ნი თურ­ქეთს, რო­გორც რე­გი­ო­ნულ ძა­ლას, შუ­რით უყუ­რებს და ცდი­ლობს სპარ­სე­თის სი­დი­ა­დის აღ­დ­გე­ნას. მა­ნამ, სა­ნამ ირა­ნი ამ­ტ­კი­ცებს, რომ შე­უძ­ლია ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის შექ­მ­ნა და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, ნავ­თო­ბის ფა­სი იზ­რ­დე­ბა, რაც და­სავ­ლე­თის ეკო­ნო­მი­კე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევს. ჩვენ კი არ გვინ­და, რომ და­სავ­ლე­თის დე­მოკ­რა­ტი­ებ­მა 120 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დონ ერთ ბა­რელ ნავ­თობ­ში. არა­მედ გვსურს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში და რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში და­ა­ბან­დონ ფუ­ლი, რაც უფ­რო მეტ და მეტ ხალხს მო­უ­ტანს კე­თილ­დღე­ო­ბას.

 

 

კომენტარები