პროხოროვი

მაკარევიჩი და პუგაჩოვა პროხოროვის მხარდასაჭერად მღერიან

ალა პუგაჩოვამ და ანდრეი მაკარევიჩმა  ჩაწერეს სიმღერა რუსეთის პრეზიდენტობის  კანდიდატის,  მიხაილ პროხოროვის მხარდასაჭერად. სიმღერას ჰქვია „ყველაზე მაღალი.“ პუგაჩოვა და მაკარევიჩი მას პროხოროვის შტაბში 4 მარტს დაგეგმილ ღონისძიებაზე შეასრულებენ, მანამდე, კი ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა.

შეგახსენებთ, ალა პუგაჩოვა და ანდრე მაკარევიჩი მიხაილ  პროხოროვის საზოგადოებივი მრჩევლეთა საბჭოს წევრები არიან. „ მე და ანდრეის დუეტის ჩაწერა დიდი ხანია გვსურდა და აი, მიზეზიც კარგი გამოჩნდა - ვირჩევთ მიხაილ პროხოროვს პრეზიდენტად და ლექსიც, რომელიც მაკარევიჩმა ამ სიმღერისთვის დაწერა,  ასეთია:“ თუკი შენ დაიბადე ყველაზე მაღალი, შენ უბრალოდ სხვებზე შორს იყურები.“  

კომენტარები