ირანი

ირანის ბირთვული ზამთარი

წლის და­საწყის­ში, ირან­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად გამ­წ­ვავ­და. აშ­შ­-ის მხრი­დან არ­ნა­ხუ­ლად მკაცრ სან­ქ­ცი­ებს, ირა­ნის მი­ერ ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის დაწყე­ბის შე­სა­ხებ, ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს (IAEA) გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყ­ვა. თა­ვის მხრივ, ირა­ნი ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის ჩა­კეტ­ვით და­ი­მუქ­რა, რო­მე­ლიც ნავ­თო­ბის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის საკ­ვან­ძო ად­გილს წარ­მო­ად­გენს. დღეს ირა­ნის ბირ­თ­ვუ­ლი ენერ­გი­ის სა­პა­სუ­ხო პო­ლი­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბად, სან­ქ­ცი­ე­ბი­სა და ფა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გარ­და, დიპ­ლო­მა­ტი­ა­სა და პრე­ვენ­ცი­ულ სამ­ხედ­რო შე­ტე­ვას გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

გა­სულ კვი­რას ირა­ნის ბირ­თ­ვულ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და. ის­რა­ე­ლი, რო­მელ­საც ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ერ­თა­დერ­თი ატო­მუ­რი არ­სე­ნა­ლი აქვს, ირა­ნის ბირ­თ­ვულ პროგ­რა­მას სა­სიკ­ვ­დი­ლო საფ­რ­თხედ მი­იჩ­ნევს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 18 იან­ვარს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­მა ეჰუდ ბა­რაკ­მა ირან­ზე შე­ტე­ვის ნე­ბის­მი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბას „ძალიან შო­რე­უ­ლი” უწო­და. იმა­ვე დღეს NATO-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ირანს ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე­ში გა­მა­ვა­ლი ენერ­გო­მა­რა­გის უსაფ­რ­თხო­ე­ბა მოს­თხო­ვა. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­ხედ­რო ალი­ანსს არე­ალ­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გეგ­მე­ბი არ გა­აჩ­ნ­და. ამა­ვე დროს, აშშ­-ის თავ­დაც­ვის მდივ­ნის, ლე­ონ პა­ნე­ტას თქმით, აშშ არ და­უშ­ვებს სრუ­ტის ჩა­კეტ­ვას და პენ­ტა­გო­ნი მზა­დაა გა­უმ­კ­ლავ­დეს ამ ქმე­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ საფ­რ­თხე­ებს.

ირან­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ნო­ემ­ბ­რი­დან და­ი­ძა­ბა. ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტომ (IAEA) თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში ქვეყ­ნის ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მის სამ­ხედ­რო გან­ვი­თა­რე­ბა არ გა­მო­რიცხა. იან­ვ­რის და­საწყის­ში IAEA-მ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ირან­მა ქა­ლაქ ყუ­მის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ფორ­დოს ატო­მუ­რი სა­წარ­მოს ბუნ­კერ­ში, ურა­ნის 20%-მდე გამ­დიდ­რე­ბა და­იწყო. ფორ­დო მთე­ბით და­ფა­რულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს და სა­ჰა­ე­რო დარ­ტყ­მე­ბის­გან კარ­გა­დაა და­ცუ­ლი. მეც­ნი­ე­რე­ბი ვერ შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, თუ რამ­დენ ხან­ში გაამდიდრებს ირა­ნი ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ურანს. სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს დრო ექ­ვ­სი თვი­დან ერთ წლამ­დე გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა.

ობა­მას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა, ირა­ნის ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მის მი­მართ, მე­ტად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი კონ­გ­რე­სის ზე­წო­ლით, სან­ქ­ცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კას არ­ჩევს. 31 დე­კემ­ბერს პრე­ზი­დენ­ტ­მა ობა­მამ ხე­ლი მო­ა­წე­რა ირა­ნის ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ზე უმ­კაც­რეს სან­ქ­ცი­ებს, რომ­ლი­თაც აშშ მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­თან ირა­ნუ­ლი ნავ­თო­ბის ექ­ს­პორტს დაბ­ლო­კავს. ახა­ლი სან­ქ­ცი­ე­ბი ჯა­რი­მას უწე­სებს მე­სა­მე ქვეყ­ნის კორ­პო­რა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ირა­ნის ცენ­ტ­რა­ლურ ბან­კ­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლე­ბენ. მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, რომ 23 იან­ვარს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი ირა­ნის ნავ­თო­ბის ემ­ბარ­გოს გა­მო­აცხა­დე­ბენ. ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ამ ქვეყ­ნის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ბან­კის აქ­ტი­ვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყინ­ვა­საც ახ­მა­უ­რე­ბენ. The Washington Post-ი აშ­შ­-ის დაზ­ვერ­ვის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით იუწყე­ბა, რომ სან­ქ­ცი­ე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შექ­მ­ნა­ა. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მთავ­რო­ბას ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის წარ­მოქ­მ­ნა­ზე უარის თქმას აიძუ­ლებს.

სან­ქ­ცი­ებ­მა ირა­ნის ეკო­ნო­მი­კა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ა­სუს­ტა, თუმ­ცა ქვეყ­ნის ბირ­თ­ვუ­ლი სტრა­ტე­გია ვერ შეც­ვა­ლა. მშვი­დო­ბის დარ­გ­ში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის, ში­რინ ება­დის თქმით, ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ეროვ­ნულ სი­ა­მა­ყედ წარ­მო­ად­გენს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სან­ქ­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა უკუპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი რო­ლი შე­ას­რუ­ლოს და თე­ი­რა­ნი ბირ­თ­ვუ­ლი შე­მა­კა­ვებ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა­ში უფ­რო და­არ­წ­მუ­ნოს.

სან­ქ­ცი­ებს ირა­ნის რამ­დე­ნი­მე ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის ჩა­კეტ­ვის მუ­ქა­რით უპა­სუ­ხა, რომ­ლი­და­ნაც მსოფ­ლი­ოს ნავ­თო­ბის თით­ქ­მის მე­სა­მე­დის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა ხდე­ბა. ამ ქმე­დე­ბით ირა­ნი სა­კუ­თარ თავს იზო­ლა­ცი­ა­ში აქ­ცევ­და და გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კას საფ­რ­თხეს უქ­მ­ნი­და. 9 იან­ვარს ირა­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­მა აჰ­მად ვა­ჰი­დიმ სრუ­ტის ჩა­კეტ­ვის ვა­რი­ან­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. სპარ­სე­თის ყუ­რე­ში ირანს აშ­შ­-­თან და მის მო­კავ­ში­რე­ებ­თან შე­და­რე­ბით არა­თა­ნა­ბა­რი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას ასი­მეტ­რი­უ­ლი ომის წარ­მო­ე­ბა შე­უძ­ლია – ათა­სო­ბით ნაღ­მის, მცი­რე ზო­მის ხო­მალ­დე­ბის და შეზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პა­ტა­რა წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის დი­ვერ­სი­ულ აქ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ­გ­ვა­რი სა­ხის შე­ტე­ვებ­მა და ყუ­რის ნაღ­მე­ბის­გან გა­საწ­მენ­დად სა­ჭი­რო დრომ, შე­იძ­ლე­ბა ნავ­თო­ბის ვაჭ­რო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

გარ­თუ­ლე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას, ირან­ში ატო­მურ ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ე­რის, მოს­ტა­ფა აჰ­მა­დი რო­შა­ნის მკვლე­ლო­ბა და­ე­მა­ტა. 2007 წლის შემ­დეგ ეს ბირ­თ­ვულ პროგ­რა­მა­ში მო­მუ­შა­ვე რი­გით მე­ხუ­თე და­ღუ­პუ­ლი მეც­ნი­ე­რი­ა. სა­ხელ­მ­წი­ფო მდი­ვან­მა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაგ­მო მეც­ნი­ე­რის მკვლე­ლო­ბა, რომ­ლის უკან ირა­ნის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო­ე­ბის ბრალ­დე­ბით, ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა (მოსადი) დგას. ამ­გ­ვა­რი ტაქ­ტი­კა ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­და 1960-იან წლებ­ში ეგ­ვიპ­ტის სა­რა­კე­ტო პროგ­რა­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­დე­საც მეც­ნი­ერ­თა მკვლე­ლო­ბამ პროგ­რა­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა. ირა­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის თქმით, ეს პრო­ცე­სი უფ­რო და­სავ­ლეთს და­ა­ზა­რა­ლებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხ­ში ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნებს.

ფა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბის მა­გა­ლი­თია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ვი­რუ­სი სტუქ­ს­ნე­ტი, რო­მე­ლიც 2009 წელს გა­უშ­ვეს ნა­თან­ზის ურა­ნის გა­სამ­დიდ­რე­ბე­ლი სა­წარ­მოს ცენ­ტ­რი­ფუ­გე­ბის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად. აგ­რეთ­ვე მა­ხე­ე­ბი ირა­ნის მი­ერ საზღ­ვარ­გა­რეთ ნა­ყიდ მოწყო­ბი­ლო­ბებ­ზე, რაც გა­უ­მარ­თავ მუ­შა­ო­ბას იწ­ვევს. უკა­ნას­კ­ნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სტუქ­ს­ნე­ტის ვი­რუს­მა ირა­ნის ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლით შე­ა­ჩე­რა.

ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ამ ანა­ლი­ტი­კოს­თა ნა­წი­ლი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე აალა­პა­რა­კა. პრე­ვენ­ცი­უ­ლი შე­ტე­ვის მომ­ხ­რე­ე­ბი მო­საზ­რე­ბას იმით ასა­ბუ­თე­ბენ, რომ ბირ­თ­ვუ­ლი ირა­ნის პერ­ს­პექ­ტი­ვა უფ­რო მეტ საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს, ვიდ­რე ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი. არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სა­ხელ­მ­წი­ფოს ხელ­ში ამ­გ­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა რე­გი­ო­ნის და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებ­შიც ანა­ლო­გი­უ­რი მის­წ­რა­ფე­ბის გა­ჩე­ნას შე­უწყობს ხელს. ლე­ონ პა­ნე­ტას თქმით, პრე­ვენ­ცი­უ­ლი დარ­ტყ­მა მხო­ლოდ გა­და­ა­ვა­დებს და ერ­თი­-ო­რი წლით შე­ა­ჩე­რებს ბირ­თ­ვულ პროგ­რა­მას. უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ა, კრი­ტი­კოს­თა მტკი­ცე­ბით, რე­გი­ო­ნის უკი­დუ­რე­სად და­ძაბ­ვას, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს, ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის მა­ტე­ბას გა­მო­იწ­ვევს. რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის მომ­ხ­რე­ე­ბი რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბას მო­ითხო­ვენ.

ზო­გი­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სის მო­საზ­რე­ბით, პრობ­ლე­მის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტა ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი­ა. მა­თი აზ­რით, სან­ქ­ცი­ე­ბის გზით ვი­თა­რე­ბა უფ­რო მწვავ­დე­ბა. სა­სურ­ვე­ლია ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ არ­სე­ბულ უფ­რო ძლი­ერ გა­რან­ტი­ებ­თან იყოს შერ­წყ­მუ­ლი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ირა­ნის სა­ში­ნაო მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს გზაც არ არის ად­ვი­ლი. ქვე­ყა­ნა­ში კლე­რი­კა­ლურ რე­ჟიმ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ა. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე მხრი­დან ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს. წლის ბო­ლოს და­გეგ­მი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ დიპ­ლო­მა­ტი­ის­თ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბა ობა­მას­თ­ვის მე­ტად საფ­რ­თხი­ლოა – რეს­პუბ­ლი­კე­ლი კან­დი­და­ტე­ბი მას მე­ტის­მე­ტი სირ­ბი­ლის­თ­ვის გა­მუდ­მე­ბით აკ­რი­ტი­კე­ბენ.

კომენტარები