რუსეთის „გაფართოება“ - თამაში საბჭოურ ნოსტალგიაზე

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა  ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების შესაძლებლიობაზე  საჯაროდ პირველად ისაუბრა. შეკითხვა ამის თაობაზე პუტინს სელიგერის ახალგაზრდულ ბანაკში, პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანოზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაუსვეს.

“თქვენ იცით რუსეთის პოზიცია, რომელმაც სამხრეთ ოსეთს დაუჭირა მხარი ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც  საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ცნობილ სამხედრო, პროვოკაციულ და  დანაშაულებრივ აქციაზე წავიდა. მომავალი დამოკიდებული იქნება თავად ოს ხალხზე“, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

"მე მესმის, ეს მართლაც პრობლემაა და ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად გადიოდა საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის. იყო პერიოდი, როცა არავითარი საზღვარი არ არსებობდა. საზღვარი გაჩნდა ერთიანი სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიის ფარგლებში. უბრალოდ ასე მარტივი იყო მართვა“, – განაცხადა პუტინმა.

ანალოიგიურ კონტექსტში მოიხსენია რუსეთის პრემიერმა ბელორუსიც - შეკითვას, შესაძლოა თუ არა როდესმე რუსეთი და ბელორუსი ისევ ერთ სახელწიფოში მოექცნენ, პუტინმა აღნიშნა, რომ ეს 100 პროცენტით ბელორუსი ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული და  ბელორუსებს „ინტეგრაციისთვის ბრძოლისკენაც“ მოუწიდა.

პუტინის განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია განოიწვია სამხრეთ ოსეთის თვოთგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებაში. ცხინვალის რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი ისტორიულად რუსეთზეა ორიენტირებული“ და რუსეთთან მაქსიმალური ინტერგაციის მომხრეა. მისი განცხადებით, სამხრეთ ოსეთი მზადაა არა უშუალოდ რუსეთის, არამედ  რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლბაში შევიდეს, ოღონდ იმ პირობით, თუ მის დამოუკიდებლობას ბელორუსი აღიარებს. ე.წ. პარლამენტის სპიკერმა სტანისლავ კოჩიევმა კი აღნიშნა, რომ ცხინვალი მზადაა შევიდეს როგორც რუსეთ–ბელარუსის კავშირში, ისე უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტის სახით, თუმცა დღეისთის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

განსხვავებული კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთმა არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გააკეთა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს.

თბილისს პუტინის ამ განცხადებაზე ოფიცილური რეაქცია არ გამოუხატავს. რუს ექსპერტთა  ვარაუდით, რუსეთის პრემიერის გამოსვლა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. თანაც, როგორც წესი, მასგავს შეხვედრებზე პრემიერს არა სპონტანურ, არამედ წინასწარ მომზადებულ კითხვებს უსვამენ. შესაბამისად, რუსეთის შესაძლო „გაფართოებაზე“ საუბარი თავად პრემიერის ინიციატივა უნდა ყოფილიყო.

რუსი  პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი მიიჩნევს, რომ მაგსვსი განცხადებებით პრემიერ-მინისტრი „საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის მქონე ელექტოპრატის“ მოხიბლვას ცდილობს.

პუტინის განცხადებები სამხრეთ ოსეთსა და ბელარუსთან დაკავშირებით მიმართულია პირველ რიგში რუსულ და არა დასავლურ აუდიტორიაზე - მიიჩნევს ვაშინგტონში მოქმედი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი სერგეი მარკდონოვი. მისი აზრით, „პუტინს შესანიშნავად ესმის, რომ სამხრეთ ოსეთის შემოერთება  „წითელი ხაზების“ გადაკვეთად იქნება აღქმული დასავლეთის მიერ, რომელმაც, გარკვეულწილად, აპატია რუსეთს საქრთველოს ორი პროვინციის დამოუკიდებლობის ცნობა“. უხო ქვეყნის ტერიტორიის უშუალო შემოერთება კი დასავლეთის მკაცრ რეაქციას გამოიწვევს და ეჭვქვეშ დააყენებს პუტინისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა 2014 წლის ილიმპიადა და 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი,  - მიიჩნევს მარკედონოვი.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტი ალექსეი მალაშენკოც დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთის უშუალო შემოერთება „შესაძლოა, მართლაც კვალიფიცირებულ იქნას როგორც ოკუპაცია“ და დასავლეთთან ღია კონფლიქტი გამოიწვიოს.

რუსი ექსპერტების ნაწილს ასევე ეჭვი ეპარება იმაში, რომ რუსული საზოგადოება ქვეყნისთვის ახალი ტერიტორიების შემოერთებას დადებითად  შეხვდება. „სურთ თუ არა გაერთიანება, შეეკითებიან (სამხეთ ოსეთის) რესპუბლიკაში მცხოვრებ 20-30 ათას ადამიანს. მაგრამ არავინ ეკითება 140 მილიონ რუსეთის მოქალაქეს, რომლებმაც ამისთვის საკუთარი თანხები უნდა გაიღონ“  - განაცხადა გლობალიზაციის პრობლემების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მიხეილ დელიაგინმა. თავის მხრივ, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი ალექსანდრ ხრანჩიხინი აღნიშნავს, რომ რუსეთის საზოგადოების ნახევარზე მეტი ქვეყნისგან ჩრდილოეთ კავკასიის გამოყოფის მომხრეა, „ახლა კი გვთავაზობენ ვიღაცის შემოერთებას, თანაც  ჩვენს ხარჯზე. ეს გადაწყვეტილება ძალზე არაპოპულარული იქნება“. 

თავის მხრივ, რუსეთში მოქმედი პროსაპრეზიდენტო „თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი იგორ იურგენსი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინი, საგარეო პოლიტიკის საკითებზე მსჯელობისას,  პრეზიდენტის კომპეტენციაში იჭრება. სწორედ ისე, როგორც ეს ლიბიის კრიზისის დროს მოხდა. 

რუსეთის პრემიერის კიდევ ერთმა განცხადებამ, რომელიც მან ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა, დიდი რეზონანსი გამოწვია.  პუტინი აშშ-ს ბიუჯეტში არსებულ პრობლემებს შეეხო და განაცადა, რომ შეერთბული შტატები „ვალით ცხოვრობს,  საკუთარ პრობლემების ტვირთი მსოფლიო ეკონომიკაზე გადააქვს და მასზე პარაზიტირებას ეწევა“.   „მეგობარი პუტინის“ ამ მოსაზრებას მალევე საჯაროდ ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი დაეთანხმა.

ფონდ Heritage-ს ექსპერტმა არიელ კოენმა ამ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ პუტინმა შეგნებულად მიმართა ანტიამერიკულ რიტორიკას, რათა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მათთვის თავი მოეწონებინბა. „მას არ მოსწონს შერთებული შტატები და მუდმოვად ცილობს მათ დაარტყას. პუტინი საარჩევნო კამპანიას აწარმოებს,  მას სურს 2012 წელს კვლავ ძალაუფლება მოიპოვოს და რუსეთის პრეზიდენტი მესამედ გახდეს“,  - აღნიშნა კოენმა. 

 

 

კომენტარები