რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა 17-წლამდე მორაგბეთა შავი ზღვის თასის გათამაშება. ამ შეჯიბრებაში ჩვენი რეგიონის ნაკრებები იღებენ მონაწილეობას. ისევე, როგორც სხვა ასაკობრივ კატეგორიებში, ამ ასაკშიც აშკარად გამოკვეთილია ქართველების წინსვლა. ფაქტობრივად ვერცერთი სხვა გუნდი წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებს. შეჯიბრებაზე პატარა ბორჯღალოსნებმა პირველი შეხვედრა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს. ამას, პრინციპში, კარგი ვარჯიშიც კი არ ერქვა. ახალგაზრდა ქართველებმა მეტოქეს 10 ლელო დაუდეს და აქედან 9 გარდასახეს. მატჩის საბოლოო ანგარიში 68:0 იყო. ამ გამარჯვებით დავით ჩავლეიშვილის გუნდმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჩემპიონის ვინაობის გამოსავლენად გამართულ დაპირისპირებაში ჩვენების მეტოქე მასპინძელი, რუმინეთის ნაკრები იყო. მათ თავის მხრივ ნახევარფინალში რუსები დაამარცხეს 19:7. უკვე ფინალურ შერკინებაში საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა მოწინააღმდეგეს გამარჯვების შანსი არ დაუტოვეს, 27:8 დაამარცხეს და შავი ზღვის თასიც საქართველოში წამოიღეს.
საქართველო - რუმინეთი 27:8
საქართველოს ნაკრები: 15. გიორგი აფციაური 14. მურთაზ გიორგაძე 13. ლაშა ლაშხია 12. გიორგი ნათელაშვილი 11. გიორგი ფრუიძე 10. რევაზ ჯინჭველაშვილი (იოსებ ტუკვაძე 58 წთ.) 9. რევაზ ბროძელი (თემურ თუთბერიძე 51 წთ.) 8. შოთა თევზაძე 7. გიორგი გოგლიძე 6. საბა შუბითიძე (სინ-ბინი 44 წთ.) 5. შალვა შაშიაშვილი 4. მიხეილ მასხარაშვილი (ზურაბ ცუცქირიძე (52 წთ.) 3. ალექსი ცისკარიშვილი 2. ბექა ფირიაშვილი 1. რამაზ მაზმიშვილი.
4 ლელო: გიორგაძე (1, 4), ნათელაშვილი, ფრუიძე. 2 გარდასახვა: აფციაური; 1 საჯარიმო: აფციაური