ჩინეთი

ჩინეთში ავტობუსის მძღოლმა ავტობუსი წყალსაცავში გადაჩეხა, დაიღუპა 21 ადამიანი

GETTY IMAGES

ჩინეთში, ქალაქ ანშუნში ავტობუსის მძღოლმა ავტობუსი წყალსაცავში განზრახ გადაჩეხა. დაიღუპა 21 და დაშავდა 15 ადამიანი. დაღუპულია ავტობუსის მძღოლიც. პოლიციამ მხოლოდ მძღოლის გვარი – ჭანგი გაასაჯაროვა.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ჭანგისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი ახალი მშენებლობის დასაწყებად დაანგრიეს. ჩვეულებრივ, ჭანგი მუშაობას შუადღისით იწყებდა, თუმცა ავარიის დღეს მან თანამშრომელთან თავისი ცვლა გაცვალა, რათა სამუშაო დროზე ადრე დაეწყო. პოლიციის ინფორმაციით, ავარიის დროს მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ავარიამდე ჭანგმა მეგობარ გოგონას ხმოვანი შეტყობინება დაუტოვა.

კომენტარები