საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი

Shannon Stapleton/Reuters

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში COVID 19 სულ 732 ადამიანს დაუდგინდა.

ვირუსული ინფექციისგან კიდევ 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 537-ია. ხოლო, ვირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

26 მაისის დილის მონაცემებით, საკარანტინო რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300.

კომენტარები