დემოგრაფია

უარყოფითი ბუნებრივი მატება და უარყოფითი მიგრაციული სალდო - მოსახლეობის რიცხვი 3 694 600-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600 ადამიანია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

საქსტატის ცნობითვე, 2023 წელს აღრიცხეს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და
უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207), რაც ნიშნავს, რომ 2 542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა და 39 207 ადამიანით მეტი წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხვი 1 774 500-ია, ხოლო ქალების – 1 920 100. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.

"სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ
ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით" - წერს საქსტატი.

კომენტარები