ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ძალიან დასაფასებელია ფონდი ქართუს მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა, ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და ამისთვის მადლობა ფონდ ქართუს და პირადად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე.
tbl.ge/6rkj
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში "ქართუ" საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება.
ირაკლი კობახიძესაქართველოს პრემიერიბიძინა ივანიშვილიფონდი ქართუსაქართველოს ეროვნული ნაკრებიფეხბურთიქართული ოცნება
ამავე თემაზე
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ
- კობახიძე ორბანს: თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე
- კობახიძე: ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას შემაშფოთებელი შედეგები აქვს ევროპასა და აშშ-ში