ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10 და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, თუ სად დგას სინამდვილეში ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს, 60%-ზე მეტია ჩვენი რეიტინგი და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული, მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და მოვუწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში.
tbl.ge/6rkg
დაკოპირდა
ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი კობახიძეზე: სირცხვილია ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა
- წულუკიანი: ნამდვილი დიპლომატი იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს
- მინისტრი: გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს და ყველა ღირსეულ დიპლომატს
- "საპროტესტო აქციებში სტაბილურად 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობს" - კობახიძის ღია წერილი
- ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მოვლენების გამო შეწყდა