ირანი

IRGC-ის მეთაური: ირანმა შესაძლოა "ბირთვური იარაღის დოქტრინას" გადახედოს

REUTERS/File Photo

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურის აჰმამდ ჰაგტალაბის თქმით, ირანმა ისრაელის მოსალოდნელი თავდასხმის გამო შესაძლოა "ბირთვული იარაღის დოქტრინას" გადახედოს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს

"ჩვენი ბირთვული იარაღის დოქტრინის და პოლიტიკის გადახედვა სრულიად შესაძლებელია" - თქვა აჰმად ჰაგტალაბმა. 

ისრაელი სხვა სახელმწიფოებთან ერთად წლების განმავლობაში ადანაშაულებს ირანს, რომ მათ ატომური იარაღის შექმნა სურთ. თეირანის მტიცებით, მათი ბირთვული პროგრამები სამოქალაქო დანიშნულებისაა. 


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები