რუსული კანონი

ბუღაძე: ივანიშვილის რეჟიმის სახელი ამიერიდან და ყოველთვის იქნება რუსული რეჟიმი

არცერთი სხვა სახელი ივანიშვილის რეჟიმს არ ეკუთვნის. მათი სახელი ამიერიდან და  ყოველთვის იქნება რუსული რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის უკან დგანან მათი მეხოტბე, ტექსტებს ტექსტებზე აქვეყნებენ არამზადა დიმიტრი მედვედევივით. ქართველთმოძულე პუტინი, ჩამომდგარია მთელი რუსეთი, რუსული პროპაგანდა და ზურგს უმაგრებს ივანიშვილის რეჟიმს, რათა საქართველომ არ გააღწიოს სამშვიდობოს და თავი არ დააღწიოს რუსეთს. აქეთ კი ვდგავართ ჩვენ ქართველი ერი. 

ამბობს მწერალი, ლაშა ბუღაძე პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.

კომენტარები